11 X 11
სპორტული პორტალი

მაინცის ფეხბურთელებმა მწვრთნელი გააგდეს

0
ეს საკმაოდ უჩვეულო შემთხვევაა. ბუნდესლიგის აუტსაიდერის “მაინცის” თავკაცმა ახიმ ბაიერლორცერმა თავდამსხმელი ადამ სალაი დასაჯა და დუბლებში გაამწესა სავარჯიშოდ, თან ახალი გუნდის მოძებნა უბრძანა. ფეხბურთელებმა ჩათვალეს, რომ მწვრთნელი მათ თანაგუნდელს უსამართლოდ მოექცა და ვარჯიშებს ბოიკოტი გამოუცხადეს. მართალია, მეორე დღეს წვრთნა განაახლეს, მაგრამ მეორე ტურში “შტუტგარტთან” 1:4 წააგეს. კლუბის შეფებმა ჩათვალეს, რომ მწვრთნელის და ფეხბურთელების ერთად მუშაობა შეუძლებელი იქნებოდა და ბაიერლორცელს კარისკენ მიუთითეს. მის ნაცვლად დროებით “მაინცს” მისი ასისტენტი იან-მორიც ლიხტე გაწვრთნის.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო