11 X 11
სპორტული პორტალი

“ვფიქრობდით ნეიმარს დავაბრუნებთ, მაგრამ აქეთ გამაგდეს” – სუარესმა გულწრფელად ისაუბრა

1 1, 866

ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის 11X11-ის რუბრიკა-დღიური, სადაც ცნობილი ფეხბურთელები ემოციებს გვიზიარებენ. წინა ჯერზე, სებასტიან რუდის დღიური შემოგთავაზეთ , სადაც გერმანელმა ბაიერნთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. ამჯერად, ლუის სუარესი დაგვიკავშირდა და გვთხოვა საიტზე ადგილი მისთვისაც დაგვეთმო. რედაქციაში ამან ერთგვარი დამოკიდებულება არ გამოიწვია, საბოლოოდ კი კენჭისყრით (რედ: 6:5-ზე) ურუგვაელის თხოვნა დავაკმაყოფილეთ.

გვაპატიოს გაბედავამ, გვერდი ნაკლები კლასის ფორვარდს რომ ერგო…

“მინდა დავიწყო მადლობით, ჩემთვის პატივია ამ ტრადიციული გაზეთის გვერდზე მოხვედრა. თქვენი “პიჩიჩი” მიღებული გიორგი გაბედავასაც აქვს, რაც სიხარულს მიორკეცებს.

თქვენი რუსთაველი ამბობს “ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად..”, ეს სიტყვები მართალის თქმის გარდა სხვა გზას არ მიტოვებს.

ურუგვაიში ევროპა გვადარდებსო რომ გითხრათ, მოგატყუებთ. დაგრიმიტობენ იქ პაჯეროებით და მერსედესებით [რედ: როგორც ჩანს, სუარესი ქართულ სერიალს: “ცხელი ძაღლი” შესანიშნავად იცნობს] სამხრეთ ამერიკაში რა ხდება, არავინ კითხულობს. მეც ასე ვარ, სადაც თავს უკეთ ვიგრძნობ, იქ წავალ.

ბარსელონადან გამოპანჩურება მაინც მეწყინა. ამდენი წელი გუნდს შევალიე, ამდენი რამე მოვიგე…

მესი ამას ბართომეუს არ აპატიებს. ვფიქრობდით ნეიმარს დავაბრუნებთ, საძმო აღდგება, მაგრამ აქეთ გამაგდეს.

ატლეტიკოში თავს კარგად ვგრძნობ, ჩოლო არგენტინელი კი არის, მაგრამ კაცია. გრანადასთან მოედანზე მაგ განწყობით გავედი, რომ უნდა გამეტანა. ღვთის წყალობით, ვიბრძოლეთ ბიჭებმა და…,” – გვითხრა პისტოლერომ.

შეგახსენებთ, სუარესი გრანადასთან მოედანზე 70-ე წუთზე შევიდა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასიც შეასრულა.

 

სხვა სიახლეები
1 კომენტარი
  1. […] მკითხველმა ჩვენი რუბრიკის შესახებ “აუდიო დღიური” ყველაფერი იცის. ოთხშაბათს გამართული […]

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო