11 X 11
სპორტული პორტალი

ყველაზე ბებერი ფეხბურთელი მონღოლია

0 68

მონღოლური ფეხბურთის შესახებ რაიმე გაგიგიათ? თუ არა, გეტყვით, რომ იქაურ პრემიერ ლიგაში 10 გუნდი თამაშობს და ჩემპიონი “ატლეტიკ 220”-ია, ხოლო ბოლო ადგილზე 18 მატჩიდან 0 ქულით “სუმიდა გეპროა”, ბურთების შეფარდებით 7:97.

ასეთი ნეგატიური შედეგით შეიძლება ამ საცოდავ გუნდს სახელი ვერ გაეთქვა, რადგან მსგავსი ფეხბურთის ისტორიაში ადრეც მომხდარა და ამიტომ კლუბის ხელმძღვანელებმა ასეთი პიარ-სვლა მოიფიქრეს. ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურის მატჩში “ულან-ბატორ სიტისთან” შემადგენლობაში შეიყვანეს 54 წლის ფეხბურთელი ჰანდსურენ ოიუნბილეგი, რომელმაც კარიერა 1996 წელს დაასრულა და ახლა, როდესაც მშობლიურ გუნდს ძალიან გაუჭირდა, 24 წლის შემდეგ “საშველად უხმეს”.

როგორც უშველა, ამას გუნდის საერთო შედეგიც მოწმობს, მაგრამ კლუბის შეფების გათვლა კი გამართლდა. ოუინბილეგი მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა და მოხსნა იაპონელი “იოკოჰამას” თავდამსხმელის კაძუიოსი მიურას მსოფლიო რეკორდი, რომელმაც თებერვალში, 53 წლის ასაკში, ითამაშა ბოლოს.

ამრიგად, ეს მოვლენა გინესის რეკორდების წიგნში დაფიქსირდა, მსოფლიო პრესაც მოიარა და ერთმა შვედურმა სპორტულმა მუზეუმმა  ჰანდსურენ ოიუნბილეგის მაისური მოითხოვა და შეიძლება მალე “სუმიდა გეპროასაგან” მისი სერიული გამოშვების ნებართვაც მიიღოს.

ისე, ამ რეკორდის დამხობას რა უნდა? საქართველოში 81 წლის ორი ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელი ვიცით, რომლებიც იმ მონღოლზე უკეთ დღესაც ითამაშებენ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო