11 X 11
სპორტული პორტალი

ზურიკო დავითაშვილი: კვარაცხელიას შეგვიძლია ქართველი მესი ვუწოდოთ

0
Sport24-თან ინტერვიუში “როტორის” ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა თავის მეგობარ ხვიჩა კვარაცხელიაზე დ საკუთარ მომავალზე ისაუბრა:
– მე და ხვიჩა ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ. თბილისის “დინამოს” საფეხბურთო სკოლაში ერთად ვთამაშობდით. ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ახლა კვარაცხელიას შეგვიძლია ქართველი მესი ვუწოდოთ. “ლოკომოტივმა” მისი გაშვებით დიდი შეცდომა დაუშვა.
– კორონავირუსის დროს შენ ხვიჩასთან ერთად რუსეთში ავტომობილით დაბრუნდით. როგორი  მოგზაურობა გამოგივიდათ?
– მანქანით მოვდიოდით, თანაც ასეთ გზებზე… ძალიან რთული იყო. ჯერ ვლადიკავკაზში ჩავედით – საშინელი გზა იყო, თოვლით ჩაიხერგა და ჩაკეტეს. ერთი დღე სასტუმროში გაჩერება მოგვიწია. იქიდან ყაზანში უნდა გავფრენილიყავით.
– “რუბინს” ეკუთვნი, მაგრამ იჯარით წასვლა მოგიწია. ასე რატომ მოხდა?
– ასეთი გადაწყვეტილება იმისათვის მიიღეს, რომ მეტი მეთამაშა. სლუცკისთან კარგი ურთიერთობა მაქვს – არავითარი პრობლემები. მითხრა, რომ ჩემს დაბრუნებას ელის. ძალიან მხიარული მწვრთნელია, მისი მუშაობის მეთოდები კოლექტივს აერთიანებს.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო