11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

ანანიძე ძალიან ლამაზად მოიქცა – განაცხადა “როტორის” გენერალურმა დირექტორმა

0
03.06.21. 663×81 ბანერი
“როტორის” გენერალურმა დირექტორმა ანდრეი რეკეჩინსკიმ გუნდიდან ნახევარმცველ ჯანო ანანიძის წასვლაზე გააკეთა კომენტარი.“ჯანო აღდგენის პროცესში იყო და ჩვენ გვესმოდა, რომ ტრავმა ჰქონდა. დაშავებული რომ არ ყოფილიყო, მას კონტრაქტს ვერ გავუფორმებდით, ვერ დავუკმაყოფილებდით მოთხოვნებს. უფრო სხვა კლუბთან გააფორმებდა ხელშეკრულებას, რომელიც სატურნირო ცხრილში უფრო მაღალ ადგილზე იმყოფება, ან შეიძლება ევროპულ კლუბთან.გარკვეულ რისკზე წავედით, ის ჩვენს მოთხოვნებზე დაგვთანხმდა. სამწუხაროდ, არ გამოვიდა. ჩვენ დავილაპარაკეთ და მივხვდით, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე დავშორდებოდით.ის ძალიან ლამაზად მოიქცა, ჩვენ მას კარიერის გაგრძელებას ვუსურვებთ, დაე ყველაფერი გამოუვიდეს. კონტრაქტი ყოველგვარი პრეტენზიების გარეშე გავწყვიტეთ. შეიძლება ამ სატრანსფერო ფანჯრისას ვინმესთან კონტრაქტს გააფორმებს”, – განაცხადა რეკეჩინსკიმ “როსია 24”-ის ეთერში.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო