11 X 11
სპორტული პორტალი

ატლეტიკოს პრეზიდენტმა სუარესის შემდეგ მესიც მიიწვია

0

მადრიდის”ატლეტიკოს” პრეზიდენტი ენრიკო სერესო კმაყოფილი ჩანს თავისი წინასასეზონო საქმიანობით და ხუმრობის ხასიათზეცაა. ჟურნალისტებთან ასე იხუმრა – როდესაც კაცს რამის სურვილი გაქვს, ყველაფერს მიაღწევ და თუ ლეო მესის ლუის სუარესთან ერთად თამაში სურს, ეგეც მოხერხდებაო.

დონ ენრიკემ ეს ლუის სუარესის ტრანსფერის პერიპეტიებზე საუბარს მოაყოლა. მისი თქმით, “ბარსელონელი” კოლეგა მისი კარგი მეგობარია და ყველაფერი სწრაფად და უპრობლემოდ შეათანხმეს. ბარტომეუს ახლა იოლი მდგომარეობა არ აქვს კლუბში, მაგრამ აგვარებს და საამისოდ ისე იქცევა როგორაც საჭიროა.

დიეგო კოშტაზე კი თქვა, რომ ის დიდებული ფეხბურთელია, ძალიან საჭიროა “ატლეტიკოსათვის” და მის გაშვებას არც არავინ აპირებს. ბოლო-ბოლო სეზონი ძალიან ხანგრძლივია და არავინ იცის რა მოხდება.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო