ჩაკვეტაძე კიევში ვერ ითამაშებს
“გენტმა” ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კიევში “დინამოსთან” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში მონაწილეობის მისაღებად კი წაიყვანა და გუშინ “ოლიმპიისკიზე” ივარჯიშა კიდეც, მაგრამ როგორც ჩანს, ტრავმა ბოლომდე ვერ მოირჩინა და მწვრთნელმა ვიმ დე დეკერმა განაცხადში არ შეიყვანა.შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. პირველი მატჩი “დინამომ” 2:1 მოიგო.