11 X 11
სპორტული პორტალი

დემბელეს რა გამოასწორებს?

0 7

“ბარსელონას” ჰოლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა მოითხოვა და წესად დადო, რომ ფეხბურთელები დილის ვარჯიშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე უნდა გამოცხადნენ კლუბის ბაზაზე.

გუშინ ვარჯიში 11 საათზე გახლდათ დანიშნული. ყველა 10-ზე ადგილზე იყო და მხოლოდ უსმან დემბელე გამოცხადდა 15 წუთის დაგვიანებით, რაც ბაზის ჭიშკართან დადარაჯებულმა მედიელებმა დააფიქსირეს. ფრანგი თავდამსხმელი ამ დაგვიანებისთვის ფინანსურად დაისჯება და ეს სასჯელი ყოველ მომდევნო დაგვიანებაზე არითმეტიკული პროგრესიით გაიზრდება, მაგრამ საკითხავია კი, უშველის ეს ქრონიკულად დამგვიანებელ დემბელეს?

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო