11 X 11
სპორტული პორტალი

ფედე ვალვერდე: იქამდე უნდა ვირბინო, სანამ შემიძლია

MADRID, SPAIN - MARCH 01: Federico Valverde of Real Madrid with the ball during the Liga match between Real Madrid CF and FC Barcelona at Estadio Santiago Bernabeu on March 01, 2020 in Madrid, Spain. (Photo by Mateo Villalba/Quality Sport Images/Getty Images)
0 15

მადრიდის “რეალის” ნახევარმველმა ფედე ვალვერდემ “მარკასთან” იმაზე ისაუბრა, თუ რას მოითხოვს მისგან მწვრთნელი ზინედინ ზიდანი:

“იქამდე უნდა ვირბინო, სანამ შემიძლია. ყოველთვის ასე ვთამაშობ. ვცდილობ, გამოვსწორდე, ვინაიდან არის შემთხვევები, როდესაც სირბილი მხოლოდ სირბილისთვის არ ღირს. სწორი არჩევანის გაკეთებაა საჭირო.

როცა ბურთს დავეუფლები, ზიდანი მუდამ საჯარიმოში შეჭრას მთხოვს. თამაშის გახალისებას მირჩევს, რადგან მეტოქის დაცვის გასარღვევად საჭირო ფიზიკური მონაცემები გამაჩნია. გოლის გატანა ყველასთვის მნიშვნელოვანია, ეს მარტო თავდამსხმელებს კი არ ევალებათ”.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო