11 X 11
სპორტული პორტალი

გვილიამ ტრავმა მოირჩინა და ყარაბაღთან საბრძოლველად ემზადება

0 6

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია “ყარაბაღთან” ევროპა ლიგის პლეი-ოფის მატჩის წინ “TVP Sport”-ს ესაუბრა.

გვილიამ განაცხადა, რომ სეზონის დასაწყისში მცირე ტრავმის გამო დისკომფორტი ჰქონდა, ახლა უკეთაა, ბევრს ვარჯიშობს, ფორმაში დგება და ის გვილია უნდა გახდეს, რომლის ნახვა გულშემატკივრებს სურთ.

მან ახალი მწვრთნელი მიხნევიჩი შეაქო, საფეხბურთო ფილოსოფია მოუწონა და დასძინა, რომ აგდამური გუნდი აუცილებლად უნდა დაამარცხონ და ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ.

“ლეგიასა” და “ყარაბაღის” შეხვედრა 1-ელ ოქტომბერს ვარშავაში გაიმართება. გვილია საქართველოს ნაკრებში სამი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვისაა გამოძახებული.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო