11 X 11
სპორტული პორტალი

ჩვენი ლოკომოტივისგან შერცხვენილი ნოვიკოვი მოხსნეს

0

მოსკოვის “დინამოს” მაღალმა უფროსობამ რამდენიმე საათის წინ დახურულ კარს მიღმა იმსჯელა და ბოლო-ბოლო მიიღეს გადაწყვეტილება – გუნდის მთავარი მწვრთნელი კირილ ნოვიკოვი გადააყენეს.

მას არ აპატიეს ევროპა ლიგაზე თბილისის “ლოკომოტივისგან” მარცხი (1:2) და გუნდის უხეირო თამაში რუსეთის ჩემპიონატში, სადაც 9 ტურის შემდეგ 14 ქულით მეცხრე ადგილზეა.

მთავარი მწვრთნელის მოვალეობას დროებით სპორტული დირექტორი, იურგენ კლოპის ყოფილი ასისტენტი ჟელკო ბუვაჩი შეასრულებს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო