11 X 11
სპორტული პორტალი

კმაყოფილი იურგენ კლოპი

0

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა დადებითად შეაფასა თავისი გუნდის თამაში „არსენალთან“ მოგებულ (3:1) მატჩში და თქვა, რომ მისი შეგირდების ასპარეზობა თითქმის უნაკლო გახლდათ. რაც შეეხება გამოუყენებელ შესაძლებლობებს, ამაზე გაიცინა და დაამატა, რომ არც ისეთი მეოცნებეა დაიჯეროს ყველა სახიფათო მომენტი გოლად იქცეს.

გუნდის ახალწვეულზე დიეგუ ჟოტაზე კი თქვა, რომ მაგარი ბიჭია, „ლივერპულის“ თამაშის გაძლიერება იოლი საქმე არ არის და ეს ჟოტამ შეძლო. „მე ის სამი წელია რაც თვალთახედვის არეში მყავდა და ამიტომაცაა ახლა ჩვენს გუნდში“, – თავი მოიწონა ჰერ იურგენმა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო