11 X 11
სპორტული პორტალი

ლივერპულმაც ზედიზედ მესამე მოიგო [VIDEO]

1

ლივეპული-არსენალი 3:1

“ენფილდი”

გოლები: ლაკაზეტი, 25 (0:1); მანე, 28 (1:1); რობერტსონი, 34 (2:1); ჟოტა, 88 (3:1).

ინგლისური პრემიერლიგის მესამე ტური “ლივერპულისა” და “არსენალის” მატჩით დასრულდა. ორივე გუნდს ქულათა მაქსიმუმი ჰქონდა მოპოვებული და ამ კარგი სტარტის გაგრძელების სურვილიც ჰქონდათ.

“ენფილდზე” მატჩი მასპინძელთა იერიშებით დაიწყო, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მწვავენი გახლდნენ, რადგან მიკელ არტეტას სამ, სინამდვილეში 5-მცველიანი დაცვა ასე თუ ისე უმკლავდებოდა ამ შეტევებს. თავად “არსენალს” მხოლოდ კონტრშეტევებზე ეჭირა თვალი და დიდი არც არაფერი გამოსდიოდა, რომ არა ერთ ეპიზოდში  დაცვის ცეტრში ჯერ ვან დეიკის, შემდეგ კი რობერტსონის მართლაც უპატიებელი შეცდომა, რომელიც კინაღამ ვერ გამოიყენა ლაკაზეტმა, მაგრამ ფრანგი “მეთოფის” უხეიროდ დარტყმული მაინც ხეირის მომტანი გამოდგა.

ამის საპასუხოდ “წითლებმა” უმატეს იერიშებს, მალავე გააყაიმეს ანგარიში სალაჰისა და მანეს ყოჩაღობით, ხოლო  ხუთიოდე წუთში იმ მიღებულ გოლში “დამნაშავე” რობერტსონმა სულაც წინ გაიყვანა “ლივერპული”.

მეორე ტაიმში თამაში იგივე სცენარით გაგრძელდა, ოღონდ მასპინძლები დაცვაში უფრო ყურადღებით იყვნენ. ანგარიშის გათანაბრების შანსი მეკარესთან პირისპირ გასულ ლაკაზეტს მიეცა, მაგრამ ალისონს ვერ აჯობა. ეს 63-ე წუთზე მოხდა, ხოლო საპასუხო შეტევისას ფირმინომ და მანემ დიდებული კომბინაცია გაითამაშეს, მაგრამ სენეგალელმა დუბლის გაკეთების რეალური შანსი ხელიდან გაუშვა. რაც დრო გადიოდა, მასპინძლებს მეტი შესაძლებლობა უჩნდებოდათ დიდი ძალებით წინ წასული სტუმრები სწრაფი იერიშებით დაესაჯათ, ამის რამდენიმე შანსი მიეცათ, მაგრამ ვერ იყენებდნენ, მაგრამ ბოლოსკენ მერსისაიდელთა ახალწვეულმა ჟოტამ მაინც იყოჩაღა და ანგარიში 3:1 გახადა.

ამ მოგებით “ლივერპული”, “ევერტონისა” და “ლესტერის” მსგავსად, სათავეში უდგას გათამაშების ცხრილს.

 

სხვა სიახლეები
1 კომენტარი
  1. […] ცოცარს თვალს მორცხვად აყოლებდა, ბოლოს კი დიიფ სროუთები გაუშვა. მატჩის შემდეგ კლოპმა არტეტას ჰკითხა […]

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო