11 X 11
სპორტული პორტალი

მამუკაშვილს დებიუტი ბრისტოლთან ექნება

0 9

ბორჯღალოსანთა გამოცდილი კვაჭი შალვა მამუკაშვილი, ხვალ ‘ლესთერ თაიგერსის’ შემადგენლობაში სადებიუტო მატჩს გამართავს.

მამუკაშვილმა, რომელსაც 2 ოქტომბერს 30 წელი უსრულდება, ‘ლესთერ თაიგერსთან’ კონტრაქტი წლის დასაწყისში გააფორმა, ბრიტანეთში კი აგვისტოში ჩავიდა და თვითიზოლაციის შემდეგ, დაახლოებით ერთი თვეა გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

30 სექტემბერს, საქართველოს დროით 20:30 საათზე, ‘ლესთერი’ სტუმრად ‘ბრისტოლს’ ეთამაშება და „შადრე“ სტუმართა მარქაფაშია. 20 მატჩის შემდეგ, ‘ბრისტოლი’ 59 ქულით მეხუთე ადგილზეა და ფლეი ოფში გასასვლელად იბრძვის, ხოლო ‘ლესთერი’ 28 ქულით მე-11 ადგილზეა.

მამუკაშვილს ინგლისის პრემიერშიფში აქამდეც უთამაშია. 2014/2015 წლების სეზონში ის ‘სეილ შარქსის’ ღირსებას იცავდა, საიდანაც პრო 14-ის შოტლანდიურ კლუბში ‘გლაზგო უორიორსში’ გადავიდა, მერე კი ფრანგული ‘მონპელიეს’, ‘ტულონისა’ და ‘კარკასონის’ შემადგენლობაში ითამაშა.

rugby.ge
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო