11 X 11
სპორტული პორტალი

სახელი, რომელიც შეგვახსენებს, რომ ფეხბურთი ტიტულებზე მეტია

UDINE, ITALY - MARCH 23: Antonio Di Natale of Udinese Calcio celebrates after scoring his openig teams goal during the Serie A match between Udinese Calcio and US Sassuolo Calcio at Stadio Friuli on March 23, 2014 in Udine, Italy. (Photo by Dino Panato/Getty Images)
0 1, 058

ანტონიო დი ნატალე – უტიტულო იტალიელი ლეგენდაა, უდინეზეს მფრინავი ფორვარდი, რომელიც არც თუ ისე შორი წარსულიდან ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს კარგად ახსოვს.

მისი ისტორია და პროფესიონალური კარიერის პირველი ნაბიჯები კლუბ “ემპოლის” უკავშირდება. რამდენიმე იტალურ კლუბში მოღვაწეობის შემდეგ, 2004 წელს “ტოტო” “უდინეზეს” რიგებს უერთდება და მისი კარიერის ძირითადი ნაწილი სწორედ ამ პერიოდიდან იწყება.

“ეს ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო. უდინეზეში თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, პრეზიდენტი საკუთარი ოჯახის წევრად მიმიჩნევდა. მე კი ვფიქრობ, რომ ზოგი რამ ცხოვრებაში ფულზე მნიშვნელოვანია. “- ასე პასუხობს დი ნატალე კითხვაზე თუ რატომ არ წავიდა უკეთეს კლუბში სათამაშოდ.

“უდინეზე” აღმოჩნდა კლუბი, რომელმაც მასში დაფარული ნიჭი აღმოაჩინა. კლუბში სხვა ფეხბურთელებისგან პატივისცემით სარგებლობდა, მისი კაპიტნობაც სწორედ ამან განაპირობა.“უდინეზეს” თავდამსხმელები ვინჩენცო იაკვინტა და ფაბიო კუალიარელა,ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ტოტოსგან უამრავი რამის სწავლა შეიძლება და რომ ის საშიში დარტყმის მქონე ფეხბურთელია.

ფრანჩესკო გვიდოლინის სამწვრთნელო მოღვაწეობას გუნდში ტოტოს მუხლების სერიოზული ტრავმა დაემთხვა. ერთ-ერთ ინტერვიუში გვიდოლინიმ აღნიშნა : “ ანტონიო უდიდესი ფეხბურთელია, მე არასდროს გამიწვრთნია ვინმე მასზე კარგი, ამიტომ მის ჯანმრთელობას ყველაფერზე წინ დავაყენებთ.”

ზოგიერთის აზრით, ანტონიოს მხრიდან კლუბისადმი ამგვარი ერთგულება მადლიერების გამოხატულება იყო, რადგან კლუბმა ტრავმიანობის პერიოდში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

ალბათ საინტერესოა თუ რა შეთავაზებებზე თქვა უარი იტალიელმა ლეგენდამ. 2009-2010 წლების სეზონზე, როდესაც ტოტო იტალიის “სერია ა”-ს წლის საუკეთეოს ფეხბურთელი გახდა ტურინულმა გრანდმა მას კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა ანტონიომ “იუვენტუსი” უარით გაისტუმრა. ისეთივე უარი მიიღო ინგლისურმა კლუბმა “ლივერპულმა” და ჩინურმა კლუბმა “ხუანჭომ”.

მას ერთგულება მხოლოდ კლუბის მიმართ არ დაუმტკიცებია. 2012 წელს მისი თანაგუნდელი პიერმარიო მოროსინი 25 წლის ასაკში გარდაიცვალა, რომელსაც დარჩა და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებით. პიერმარიოს ოჯახის ერთადერთ წევრზე მზრუნველობა ანტონიომ საკუთარ თავზე აიღო და დადო პირობა, რომ სანამ ის ცოცხალია მარიას ყველანაირ დახმარებას გაუწევს.

იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ კარიერა 2016 წლის მაისში დაასრულა. “უდინეზესთვის “ 446 მატჩში გაისარჯა და 227 გოლიც გაიტანა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო