11 X 11
სპორტული პორტალი

სომხეთ-აზერბაიჯანის ომი და საქართველოს ნაკრების მატჩი ერევანში?

0

11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ტურის შევედრა სომხეთის ნაკრებთან ერევანში უნდა ითამაშოს. არადა, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ლამის სრულმაშტაბიანი ომი მიდის, ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული, ამ სამხედრო დაპირისპირებას გაეროს უშიშროების საბჭოზე განიხილავენ, გაისმის მოწოდებები ყველა მხრიდან, რომ დაპირისპირება შეჩერდეს, მაგრამ ყველაფერი მაინც უფრო დიდი ესკალაციისაკენ მიდის.

ისმის კითხვა – რამდენად შესაძლებელია ამ პირობებში საქართველოს ნაკრების ერევანში სათამაშოდ ჩასვლა? საშიშროება სერიოზულია, თუმცა უეფა ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმშია. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ გამოაცხადა, რომ ჯერ არ აპირებს სომხეთი-საქართველოსა და 13 ოქტომბერს ბაქოში დანიშნული აზერბაიჯანი-კვიპროსის მატჩის გადატანას, თუმცა ყურადღებით აკვირდება განვითარებულ მოვლენებს და გადაწყვეტილებას სიტუაციის გათვალისწინებით მიიღებს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო