11 X 11
სპორტული პორტალი

ვაისმა რუს ჟურნალიტს საკადრისი პასუხი გასცა

0

8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ევროპირველობის პლეი-ოფის ნახევარფინალში ბელარუსს მასპინძლობს, ხოლო 3 დღის შემდეგ ერთა ლიგის მეორე გათამაშების პირველი მატჩი ერევანში სომხეთთან უნდა ჩაატაროს. თუმცა, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტის გამო ეს შეხვედრა შეიძლება არ გაიმართოს.

რუსული “რია ნოვოსტის” ჟურნალისტი “ჯვაროსანთა” მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს ტელეფონით დაუკავშირდა და აღნიშნულ საკითხზე (კონფლიქტის თემაზე) კომენტარის გაკეთება სთხოვა. ვაისმა ასე უპასუხა:

“თქვენ რატომ მეკითხებით სომხეთის შესახებ? ჩვენ მთელი ძალები და ყურადღება უპირველეს ყოვლისა ბელარუსებთან თამაშზე გვაქვს მიმართული. მხოლოდ შემდეგ ერთა ლიგა, მატჩები სომხეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან.
რაც შეეხება პოლიტიკას და არამშვიდ სიტუაციას… ასეთ კითხვებზე მე პასუხს არ გაგცემთ”.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო