11 X 11
სპორტული პორტალი

ჟოზეს სიგიჟე – ლამპარდს ეჩხუბა და ტუალეტშიდ აიერს შეუვარდა

0

სადაც ჟოზეა, იქ სკანდალიცაა. ლიგის თასის შეხვედრაში, სადაც ტოტენჰემმა ჩელსი პენალტების სერიაში დაამარცხა, მთავარი კაცი პორტუგალიელი იყო.

პირველად ის ლაპმპარდს ეჩხუბა. მის ყოფილ შეგირდსა და ამჟად მწვრთნელს, ჟოზემ ტაქტი დაუწუნა – განსაკუთრებულმა იფიქრა, რომ ფრენკი ტოტენჰემის სამწვრთნელო შტაბთან ახლოს იყო და გოლი იქ იზეიმა. ამ მომენტში პორტუგალიელმა ინგლისელს დაუყვირა

ჯანდა, ფრენკ, როცა 0:3-ს აგებდი, ასე არ იდექი”

მოურინიო, ალბათ, ვესტ ბრომთან ჩელსის შეხვედრას იხსენებდა, სადაც 27-ე წუთზე ალბიონი არისტოკრატებს 3:0-ს ამარცხებდა.

ამის შემდეგ უფრო საინტერესო ამბავი მოხდა. შესვენების შემდეგ, ჟოზე თავის ფეხბურთელს გაუბრაზდა. 77-ე წუთზე, ოდოი აბრაჰამის ტანდემი ტოტენჰემის ორი მცველის პირისიპირ დარჩა, რეგილონი ამ დროს შეტევაში ჩარჩა და სად იყო დაიერი? – საპირფარეშოში

მოურინიომ ეს იცოდა, ტუალეტში შევარდა და ფეხბურთელი მოედანზე გამოაგდო.

 

 

 

“ფეხბურთელებს მოედანზე შარდის შეკავება აღარ შეუძლიათ. რა ხდება?!,” – იკითხა გარი ლინეკერმა.

ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც ფეხბურთელი საპირფარეშოში გაიქცა. ორი წლის წინ, ეს სერხიო რამოსმაც გააკეთა.

როგორც ჩანს, დაიერს ეს სჭირდებოდა, რადგან ტოტენჰემის გოლი მის წამოწყებულ შეტევას მოჰყვა.

მატჩის შემდეგ, ინგლისელი გაერთო კიდევ და ინსტაგრამში ეს ფოტო გამოაქვეყნა

“რაც ერიკ დაიერს დაემართა, ეს ნორმალური არ არის. ფეხბურთელებს ერთი მატჩიდან მეორემდე 48 საათი მაინც უნდა ჰქონდეთ,” – თქვა განსაკუთრებულმა​

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო