11 X 11
სპორტული პორტალი

ჩაკვეტაძის გარეშე გენტმა ჩაისვარა, დვალის ფერენცვაროში ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა

0
ჩემპიონთა ლიგის დღეს ჩატარებული სამი მატჩიდან განსაკუთრებულ ინტერესს ქართველი ლეგიონერების გუნდების თამაშები იწვევდა. ჩაკვეტაძე “გენტს” უკრაინის დედაქალაქში კი გაჰყვა, მაგრამ ტრავმა ბოლომდე ვერ მოირჩინა, ვერ ითამაშა, მისი გუნდი კი 0:3 დამარცხდა და ჯგუფურ ეტაპზე ვერ გავიდა. სტუმართა გუნდის მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ ისევ არ შეიყვანა განაცხადში გიორგი წიტაიშვილი, რომელიც რუმინელის მიხაილიჩენკოს ნაცვლად დანიშვნას რევერანსებით შეხვდა. ლაშა დვალმა წელს მიღებული მესამე ტრავმა მოირჩინა და “ფერენცვაროშის” განაცხადში იყო, რომელმაც ნორვეგიაში ფრეს (3:3) მიაღწია “მოლდესთან”, სახლში სასურველი ფრე (0:0) გაუგორა და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით მიზანს მიაღწია. “ოლიმპიაკოსს” პირეოსში” 2:0 დამარცხებული ჰყავდა “ომონია”, ნიქოზიაში შეხვედრა 0:0 დასრულდა და ჩემპიონთა ლიგაზე ბერძნული კლუბი გავიდა.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო