11 X 11
სპორტული პორტალი

აბა, მოედანზე ხომ არ ჩაისვრიდა?

0
კურიოზული რამ მოხდა ინგლისის ლიგის თასის “ტოტეტენჰემისა” და ჩელსის” მატჩის დროს, რომელიც 1:1 დასრულდა და პენალტების სერიაში 5:4 მასპინძლებმა გაიმარჯვეს.მიმდინარეობდა შეხვედრის 77-ე წუთი, როდესაც “დეზების” ნახევარმცველმა ერიკ დაიერმა მოულოდნელად დამდუღრულივით მოუსვა გასახდელისკენ. მისმა გაოცებულმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მაურინიომ არც აცია და არც აცხელა და სირბილითვე უკან გამოუდგა. ხუთიოდე წუთში ორივე თავიანთ ადგილებს დაუბრუნდა. რა მოხდა, ყველას ძალიან აინტერესებდა.ნამატჩევს დაიერმა თქვა, რომ მოედნიდან გაქცევის აუცილებლობა დაუდგა, ხოლო დონ ჟოზემ უფრო კონკრეტულად განმარტა – ბუნებრივ მოთხოვნილებას ვერსად გაექცევიო და იმაზე გაუწყრა ინგლისელ საფეხბურთო ფუნქციონერებს, რომ არ შეიძლება ფეხბურთელმა 48 საათის განმავლობაში ორი სრული მატჩი ითამაშოს და ამ დროს მათ გაუწყლოვნება არ დაემართოთ, რაც დაიერს მოუვიდაო.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო