11 X 11
სპორტული პორტალი

გარი ლინეკერი: წინსვლაა, ფეხბურთელები მოედანზე აღარ ჯვ..ენ

0 31

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ახლა კი მეტად პოპულარულმა საფეხბურთო კომენტატორმა გარი ლინეკერმა, როგორც ახასიათებს, საღადაო კომენტარი გააკეთა “ტოტენჰემის” ფეხბურთელის ერიკ დაიერის საქციელზე, რომელსაც “ჩელსისთან” მატჩის დროს კუჭში გასვლა მოუნდა და მოედნიდან თავქუდმოგლეჯილი გავარდა გასახდელში, საიდანაც მალე ისევ მობრუნდა.

“დიდი წინსვლაა, ფეხბურთელები მოედანზე რომ აღარ ჯვ..მენ”, – განაცხადა ლინეკერმა. მისტერ გარის მხედველობაში ის ჰქონდა, რომ ფეხბურთელობისას 1990 წლის მუნდიალის ინგლისი-ირლანდიის მატჩისას თავად ზედ მოედანზე მოისაქმა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო