11 X 11
სპორტული პორტალი

მინსკში ცნობილი კალათბურთელი დააკავეს

0 30

დღეს მინსკის აეროპორტში დააკავეს ცნობილი ბელორუსი კალათბურთელი, ქალთა NBA-ს 2010 წლის ფინალის მონაწილე, ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ცენტრალურ თავდამსხმელად აღიარებული ელენა ლევჩენკო, რომელიც პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის აქტიური მოწინააღმდეგეა .ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ მიემგზავრებოდა.

მას ბრალი მასობრივი ღონისძიებების ჩატარების წესების დარღვევასა და მილიციის დაუმორჩილებლობისათვის წაუყენეს. ელენა დღესვე გაასამართლეს და 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ბელორუსში ლევჩენკოს მხარდასაჭერად სპორტსმენტა აქტიური მოძრაობა დაიწყო. ვაჟ ხელბურთელთა გუნდი “ვიტიაზ-ლეონი” პროტესტის ნიშნად დღეს სათამაშოდ არ გავიდა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო