11 X 11
სპორტული პორტალი

რუმენიგემ ბაიერნს ახალი მწვრთნელი უპოვნა

0 14

მიუნხენის “ბაიერნის” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ გამოთქვა აზრი, რომ მომავალში მათი გუნდის მთავრი მწვრთნელობისათვის ყველაზე შესაფერისი კანდიდატი ხაბი ალონსო იქნებოდა, რომელიც “რეკორდმაისტერში” 2014-2017 წლებში თამაშობდა.

რუმენიგეს თქმით, ხაბი ალონსო ძალიან ჭკვიანი და გაწონასწორებული ადამიანია, კარგად ესმის ფეხბურთის ყველა ნიუანსი და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება გააჩნია – თანაგრძნობა ფეხბურთელების მიმართ, რაც ახალი თაობის მოთამაშეთათვის მეტად მნიშვნელოვანი რამ არის.

38 წლის ხაბი ალონსო, რომელიც “ბაიერნის” გარდა “ლივერპულსა” და მადრიდის “რეალში” თამაშობდა და უამრავ კლუბურ ტიტულთან ერთად, ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს და ევროპის ორგზის ჩემპიონია, ახლა “რეალ-სოსიედადის” მეორე გუნდის მწვრთნელია.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო