გასაკვირია, მაგრამ ფაქტია ჯიუტი, ამჟამად საქართველოს ნაკრებს მეგოლე არა ჰყავს. ბელგიაში კი შესანიშნავად თამაშობს გიორგი მიქაუტაძე.
voetbalkrant-მა წერილი მიუძღვნა მიქაუტაძეს და გაკვირვება ვერ დამლა მისი და მისი გუნდის პირველ ლიგაში გალიდერებით. გამოცემა იტყობინება, რომ ბელგიაში რამდენიმე კლუბი გაკოტრდა, “სერენი” ამის გამო გადავიდა ზედა დივიზიონში, “მეციდან” 7 ფეხბურთელი და მათ შორის მიქაუტაძე ინათხოვრა, რომელიც 20 წლის 31 ოქტომბერს გახდება, 9 გოლით ტურნირის ბომბარდირია, საფრანგეთშია დაბადებული, მაგრამ შეუძლია არჩევანი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ გააკეთოს.