11 X 11
სპორტული პორტალი

“ისე ატრიალებდა ფეხბურთელებს, როგორც შამფურზე აცმულ მწვადებს” – Sports-ი ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს

0 130

ერთერთ ყველაზე პოპულარულ რუსულ სპორტულ პორტალ Sports-ზე გამოქვეყნდა სტატია საქართველოს ნაკრების ნახავარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ.

ჩვენ აღნიშნული ტექსტის ნათარგმნ ვერსიას გთავაზობთ.

“ფეხბურთელი წარმოშობით თბილისიდან არაა, თუმცა თავისი პირველი კლუბი სწორედ იქ იპოვა. ხვიჩა “დინამოს” ახალგაზრდულ აკადემიაში მივიდა და უკვე 2017 წელს ძირითად გუნდში ჰქონდა დებიუტი: 27 სექტემბერს ფოთის “კოლხეთთან” ითამაშა. იმ სეზონში ხვიჩამ 4 მატჩი ჩაატარა 1 გოლი გაიტანა.

ამ სეზონის შემდეგ ჩვენი ქართველი მაესტრო უცხო ქვეყნის ჩემპიონატში არ წასულა, კარიერა “რუსთავში” განაგრძო. იქ კი ჩვენს ჯადოქარს სათამაშო დრო მისცეს – კვარამ  ჩემპიონატში 18 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

და რატომღა ჯადოქარი, თუ მხოლოდ 3 გოლი გაიატანა?! საქმე მის ტექნიკაშია. ის ისე ატრიალებდა მოწინააღმდეგეებს, თითქოს შამფურზე აცმული მწვადები ყოფილიყვნენ. ქართველი ჰუდინი(უნგრელი ილუზიონისტი) მოსკოვის “ლოკომოტივმა” შენიშნა და იჯარით აიყვანეს, რათა ენახათ ვინ იყო, რა შეეძლო.

2019 წლის ზამთარში უკვე “ლოკოში” იყო და გუნდში გატარებულ 4 თვეში 10 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, თუმცა გოლები არაა ის, რისთვისაც ხვიჩა თამაშობს. ქართველს მეტოქეების ცრემლები სჭირდება, რომლებიც მისი ფინტების შემდეგ მინდორზე საჯდომით დაეცემიან. 

ასეც ხდებოდა. ხვიჩა ყველას ატყუებდა, მოწინააღმდეგეებს ისევ ხელცარიელს ტოვებდა. თუმცა, ყველაფერ კარგს აქვს დასასრული და ხვიჩას იჯარაც დასრულდა. სიომინს მისი გამოსყიდვა სურს, “ლოკო” ამბობს, რომ მის შესაძლებლობებში დარწმუნებული არ არიან და მზად არიან მხოლოდ 1-წლიანი ხელშეკრულების გასაფორმებლად.

ხვიჩას აგენტი ამ წინადადებაზე უარს ამბობს და ქართველი ტალანტიც “რუბინში” გადადის, აქ კი მისი ტალანტი იხსნება. “როსტოვის” წინააღმდეგ მთელი 11 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა. არ მიგჩვენებიათ, დიახ, 11 და ეს მესის არ გაუკეთებია.

პირველივე შეხვედრაში “ლოკომოტივს” გაუტანა, 27 მატჩში კი თავი ჯამში 3 გოლს მოუყარა.

ყველა უყურებდა როგორ უსწორდებოდა მოწინააღმდეგეებს ხვიჩა, როგორ გახდა პრემიერ ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი.

ახალი სეზონის მეორე ტურში კი უკვე 8 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა, “როტორისთვის” გოლის გატანაც მოასწრო. საერთოდაც ძალიან საინტერესოა, როგორი მომავალი ექნება მას: გახდება საშუალო დონის ფეხბურთელი თუ ქართული და რუსული ფეხბურთის ვარსკვლავად იქცევა.”

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო