11 X 11
სპორტული პორტალი

სომხეთის ნაკრების კაპიტანი ყარაბაღის ომში წაიყვანეს

0
სომხეთის ნაკრების კაპიტანი ვარაზდატ აროიანი ბერძნული “ლარისას” ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, მაგრამ მობილიზაცია შეეხო და ყარაბაღის ფრონტზე გააგზავნეს.

 

28 წლის აროიანი მცველია, “პიუნიკის” აღზრდილია, ირანის “პადიდესა” და რუსეთის “ურალში” თამაშობდა, ნაკრებში კი 52 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

1-ელ ოქტომბერს “არარატ-არმენიასა” “ცრვენა ზვეზდას” ევროპა ლიგის პლეი-ოფის მატჩი ერევანში არ გაიმართება, რადგან უეფამ უსაფრთხოების გამო შეხვედრის კვიპროსში ჩატარება ბრძანა.

 

ერთა ლიგის პირველ ტურში 11 ოქტომბერს სომხეთმა საქართველოს ნაკრებს ერევანში უნდა უმასპინძლოს…
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო