11 X 11
სპორტული პორტალი

თბილისის დინამოში ახალგაზრდა ესპანელი ითამაშებს

0 900

სპორტული გაზეთი “ლელო” ექსპერტ ირაკლი ხვედელიანზე დაყრდნობით წერს, რომ თბილისის “დინამოში” ესპანელი ფეხბურთელი – კარლოს კასტრო ითამაშებს.

25 წლისა და 177 სმ სიმაღლის კასტრო ამპლუით ფორვარდია და კარიერის დიდი ნაწილი ხიხონის “სპორტინგში” აქვს გატარებული.

2015-17 წლებში კარლოსმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონში 50 მატჩი ჩაატარა (სათადარიგო ფეხბურთელი იყო და 2000 წუთი ითამაშა) და 11 გოლი გაიტანა. მათ შორის ორჯერ დალაშქრა “ბარსელონას” კარი, 1-1 გოლი “ვალენსიასა” და მადრიდის “ატლეტიკოსაც” შეუგდო.

კარლოს კარსტრო “მალიორკას” საკუთრება გახლდათ და გასული სეზონში სეგუნდა დივიზიონის “ლუგოში” ჩაატარა, მოედანზე 224 წუთი დაჰყო, თუმცა გოლი არ გაუტანია.

ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ფეხბურთელს 1 მატჩი აქვს ჩატარებული, სხვათაშორის საკმაოდ სახელოვან ფეხბურთელებთან ერთად. იმ შეხვედრაში ხორვატიის წინააღმდეგ ასენსიომ, ბელერინმა, სებალიოსმა, კეპამ, საულმა, ოლივერ ტორესმა, მუნირმა და სხვა ცნობილმა სახეებმა ითამაშეს.

ესპანელ ფეხბურთელს გერმანული საიტი ტრანსფერმარკტი 550 00 ევროდ აფასებს, მისი ყველაზე მაღალი სატრანსფერო ღირებულება კი 2 მილიონი ევრო გახლდათ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო