11 X 11
სპორტული პორტალი

უესკამ ატლეტიკოს არაფერი დაუთმო

0

პირველ მატჩში “გრანადასთან” ფეერიული გამარჯვების შემდეგ, ბევრი ელოდა, რომ ლუის სუარესით გაძლიერებული “ატლეტიკო” უესკადანაც 3 ქულას წამოიღწებდა, მაგრამ დიეგო სიმეონესა და მის შეგირდებს ხელი მოეცარათ. მასპინძლები მედგრად იცავდნენ თავს, დროდადრო იქითაც მწვავე კონტრშეტევებზე გადადიოდნენ და ვერავინ იტყვის 0:0-ით მოპოვებული ქულა არ ეკუთვნოდათ.

სიმეონემ ლუის სუარესი სასტარტოში დააყენა, მაგრამ 62-ე წუთზე დიეგო კოსტათი შეცვალა, მაგრამ ვერც ბრაზილიელ-ესპანელმა ვერაფერი გააწყო.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო