11 X 11
სპორტული პორტალი

ბარსელონა მეორე კალათაში, ზენიტი პირველში – როგორ განაწილდება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფები

0
ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონი ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა ხვალ, 1-ელ ოქტომბერს ჟენევაში გაიმართება და გადაწყდება, თუ როგორ გადანაწილდება 32 კლუბი 8 ქვეჯგუფში. ჩემპიონთა ლიგის წესდების მიხედვით, პირველ კალათში ლიგის მოქმედი ჩემპიონი, ევროპალიგის გამარჯვებული და უეფას კოეფიციენტებით 6 უძლიერესი ქვეყნის ჩემპიონატის ოქროსმედალოსნები არიან. ამ შემთხვევაში მათ “პორტუ” დაემატა – როგორც მეშვიდე ყველაზე ძლიერი ჩემპიონატის გამარჯვებული. ამისი მიზეზი ის გახლავთ, რომ მიუნხენის “ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგასთან ერთად და ბუნდესლიგაც მოიგო. ევროპის ყველაზე პრეტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის წინ კალათები ასეა განაწილებული: პირველი კალათა: მადრიდის “რეალი”, “ლივერპული”, “იუვენტუსი”, “ბაიერნი”, “სევილია”, პსჟ, “ზენიტი”, “პორტუ”; მეორე კალათა: “ბარსელონა”, მადრიდის “ატლეტიკო”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი”, დონეცკის “შახტარი”, დორტმუნდის “ბორუსია”, “ჩელსი”, “აიაქსი”; მესამე კალათა: “ლაიპციგი”, მილანის “ინტერი”, “ლაციო”, “ატალანტა”, კიევის “დინამო”, “ოლიმპიაკოსი” და კიდევ 2 გუნდი “პლეი-ოფის” შედეგების მიხედვით; მეოთხე კალათა: “მიუნხენგლადბახი”, ბრიუგე, “ისტანბულ ბასაქშეჰირი”, “რენი”, “ფერენცვაროში” და 3 კიდევ 3 გუნდი “პლეი-ოფის” შედეგების მიხედვით; მესამე ან მეოთხე კალათში იქნებიან: მოსკოვის “ლოკომოტივი” და “მარსელი”, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოპოვებული აქვთ.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო