11 X 11
სპორტული პორტალი

მბაპეს ყიდვას ლივერპული ცდილობს

0 16

ოღონდ არა ამ სატრანსფერო პერიოდში, რომელიც 5 ოქტომბერს სრულდება. ინსაიდერული წყაროს ცნობით, მერსისაიდელებს ნიადაგი მოუსინჯიათ პსჟ-სთან მბაპეს ტრანსფერის თაობაზე და თავიანთი გარჯით უკმაყოფილონიც არ დარჩენილან, რადგან პირობა მიუღიათ, რომ ზაფხულში ამ საკითხზე პირველ რიგში მათთან გამართავენ მოლაპარაკებას.

არადა, პარიზული კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი მბაპეს უახლოეს 3-5 წელიწადში გაყიდვას კატეგორიულად გამორიცხავს, თუმცა თუ ფეხბურთელი წასვლას მოინდომებს, არავინ იცის მაშინ რა მოხდება.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო