11 X 11
სპორტული პორტალი

ანატოლი ბიშოვეცს გელა კეტაშვილის გასაგონად ქართულად შეუგინებია

0 98

რუსულმა “სპორტ-ექსპრესმა” გაიხსენა საბჭოთა კავშირის ნაკრების გამარჯვება სეულის 1988 წლის ოლიმპიადაზე, იმ პერიოდის პერიპეტიები და მკითხველს ამცნო თუ რას საქმიანობს ამჟამად  გამარჯვებული გუნდის თითოეული ფეხბურთელი. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდის წევრი გახლდათ თბილისის “დინამოს” მარჯვენა მცველი გელა კეტაშვილი, რომელიც ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონია ფეხბურთში.

სსრკ-ს ნაკრებს მაშინ სათავეში ანატოლი ბიშოვეცი ედგა, რომელიც სახალისო მომენტს იხსენებს გელა კეტაშვილთან დამოკიდებულებაში: “ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ბინძურად ორ-სამჯერ თუ შემიგინებია და მორჩა. ოლიმპიადის ფინალური მატჩის დროს ცოტა საზღვრებიდან ნამდვილად გავედი, მაგრად “ვახურებდი” ბიჭებს. კეტაშვილის გასაგონად კი, სხვებს რომ ვერ გაეგოთ, ქართულად შევიგინე. გელამ გაკვირვებულმა შემომხედა და როგორც იტყვიან, იმ წამსვე “გამოცოცხლდა”.

რამდენად შეფერება სინამდვილეს ანატოლი ბიშოვეცის ეს მოგონება, ეს მხოლოდ ჩვენს სახელოვან ვეტერან ფეხბურთელს ეცოდინება.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო