ფილიპს რუსეთში აღარ უნდა
იმ მოსკოვის “დინამომ”, რომელიც თბილისის “ლოკომოტივთნ” დამარცხდა (1:2) და ევროპა ლიგას გამოეთიშა, შარშან 20 მილიონ დოლარად “დორტმუნდიდან” თავდამსხმელი მაქსიმილიან ფილიპი იყიდა და ახლა ამ 26 წლის ფეხბურთელს ერთწლიანი არენდით “ვოლფსბურგში” უშვებს. ეს ფილიპის სურვილიცაა, რადგან სამშობლოში დაბრუნება უნდა.