11 X 11
სპორტული პორტალი

მარადონა კორონას ნამეტნავად შეუშინებია [PHOTO]

0

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა ახლა “ხიმნასიას” წვრთნის.

მის სპორტულ შედეგებზე ამჟამად სიტყვას არ დავძრავთ და მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ერთი მატჩისას დიდი დიეგო, რომელიც მთლად ყოჩაღად ნამდვილად არ გამოიყურება, გუნდის სათავკაცო სკამზე მეტად ორიგინალური ნიღბით, უფრო კი ეკარანით სახედაფარული იჯდა და ისე ხელმძღვანელობდა გუნდს.

ნამდვილად ვერ გეტყვით, ამის გაკეთება ვინმემ ურჩია თუ თავად მოიგონა ეს კონსტრუქცია. ასეა თუ ისე, დონ დიეგო კორონასგან მაგრად შეშინებული ჩანს და მართალიცაა, მისი ჯანმრთელობის პატრონი ამ ვირუსს უნდა უფრთხოდეს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო