მილანმა თავდამსხმელი იყიდა
“მილანმა” ოფიციალურად იუწყა, რომ ნორვეგიული “ბოდო გლიმტიდან” შეიძინა 20 წლის თავდამსხმელი იენს ჰეუგე და მასთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. იენსს ნომერიც შეურჩიეს -15. ტრანსფერის თანხისა და ფეხბურთელის ხელფასის შესახებ არაფერს იუწყებიან, ინსაიდერები კი ვარაუდობენ, რომ ჰეუგე როსონერის 5 მილიონი ევრო დაუჯდა.