11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

რეალმა ვალიადოლიდს ძლივს მოუგო [VIDEO]

0
03.06.21. 663×81 ბანერი
რეალი-ვალიადოლიდიგოლი: ვინისიუსი, 65.საამმატჩოდ ზინედინ ზიდანმა შემადგენლობაც მნიშვნელოვნად შეცვალა და სათამაშო ტაქტიკაც. დაცვის ფლანგებზე მარსელო და ოდრიოსოლა იდგნენ, ხოლო ისკო სამი ნახევარმცველის, მოდრიჩის, კაზემიროს და ვალვერდეს წინ დააყენა და თავდასხმის დუეტთან, ბენზემასთან და იოვიჩთან კავშირი უნდა უზრუნველყო. უნდა ითქვას, რომ ამ ცვლილებებმა მაინცდამაინც არ გაამართლა. მართალია, ბლანკოსს ტერიტორიული უპირატესობა ეპყრა, მაგრამ გუნდის თამაში აშკარად არ გამოირჩეოდა არც სისტემურობით და არც ფანტაზიით. შედეგად საკმაოდ უსახური პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.მეორე ტაიმის განახლებიდან 12 წუთში ზიდანმა სამი ცვლილება გააკეთა, ოდრიოსოლა კარვახალით, ისკო ასენსიოთი, ხოლო იოვიჩი ვინისიუსით შეცვალა და გუნდის თამაში ბევრად სწრაფი გახლდათ, რამაც გამოიწვია ის, რომ სტუმრები ხშირად ვეღარ ასწრებდნენ პირველ ბურთზე, უკანა ხაზში სივრცეები რჩებოდათ და მათ კართან ხიფათიც ხშირად იქმნებოდა. ერთი ასეთი ეპიზოდი ვინისიუსის გოლით დასრულდა, რომელიც ერთადერთი გამოდგა და “რეალმა” პრიმერაში არა რთული, მაგრამ არც იოლი გამარჯვება მოიპოვა.ამ მატჩმა აჩვენა, რომ “ბლანკოსი” ჯერაც თამაშის გაუმჯობესების გზების ძიებაშია. 
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო