11 X 11
სპორტული პორტალი

რუდიგერს ჩელსიმ პირობა წაუყენა

0 6

გერმანელმა 27 წლის მცველმა ანტონიო რუდიგერმა “ჩელსის” ძირითადში ადგილი დაკარგა და გუნდიდან წასვლა უფრო იმიტომ უნდა, რომ უთამაშებლობის გამო აღარც გერმანიის ნაკრებში იხმობენ. მისი სამსახურით “ტოტენჰემი” და “ვესტ ჰემი” არიან დაინტერესებულნი და მზად არიან ერთწლიანი იჯარით აიყვანონ. უარზე არც “ჩელსია”, მაგრამ რუდიგერს პირობა წაუყენეს – მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებენ, თუ “ჩელსისთან” მოქმედ ხელშეკრულებას კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს.

რომან აბრამოვიჩის ხელქვეითების მოთხოვნა გასაგებია, რადგან როდესაც ფეხბურთელის კონტრაქტის დარჩენილი ვადა ერთ სეზონზე ხანგრძლივვადიანია, მაშინ მისი გასაყიდი ფასი შესამჩნევად იზრდება.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო