11 X 11
სპორტული პორტალი

სამაგალითო საქციელი ეროვნულ ლიგაში – ბრაზილიელი ღირსეულად მოიქცა [VIDEO]

0

საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშების შეხვედრაში ერთმანეთს ქობულეთის “შუქურა” და წყალტუბოს “სამგურალი” დაუპირისპირდნენ და მატჩში თავი ძალიან ღირსეული საქციელით მასპინძელთა ბრაზილიელმა შემტევმა ჯეფინიომ დაგვამახსოვრა.

შეხვედრის 88-ე წუთზე “შუქურა” სწრაფ კონტრშეტევაზე წავიდა, ჯეფინიომ გრძელი პასი მიიღო წინ დაიძრა, როცა წყალტუბოელთა მცველ ლუკა ასათიანს ფეხის კუნთი გაეჭიმა და ძირს დაეცა.

ჯეფინიომ შეტევის გაგრძელების ნაცვლად, ბურთი მაშინვე აუტში გადააგდო. არა და მეკარესთან პირისპირ რჩებოდა და თან ანგარიში მხოლოდ 1:0 იყო, შეხვედრაში გადაწყვეტილი არაფერი გახლდათ.

 

აღსანიშნავია, რომ 31 წლის ბრაზილიელი 8 გატანილი გოლით ეროვნული ლიგა 2-ის ბომბარდირთა სიას ლიდერობს. ჯერალდო კარდ შემტევთან ერთად, კარგი ადამიანიც ყოფილა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო