11 X 11
სპორტული პორტალი

რა საკითხავია ვისია, ვისია, გერმანიის სუპერთასი?

0
დორტმუნდი-ბაიერნი 2:3გოლები: ტოლისო, 18 (0:1); მიულერი, 32 (0:20; ბრანდტი,39 (1:2); ჰოლანდი, 55 (2:2); კიმიხი, 82 (2:3).მსაჯი: ბიბიანა სტეინჰაუსი.გერმანიის სუპერთასის მატჩი საკმაოდ საინტერესო და უფრო კი სანახაობრივი გამოდგა. სანახაობრივობა ქალ მსაჯთა ბრიგადას, 41 წლის ბიბიანა სტეინჰაუსის ხელმძღვანელობით ნამდვილად არ შეუმატებია შეხვედრისათვის. არადა, ამას თითქოს არაფერი მოასწავებდა, რადგან მიუნხენელებმა თავიდანვე ხელთ იპყრეს ინიციატივა, ჯერ ანგარიში გახსნეს, შემდეგ მეორე გოლიც შეაგდეს და თითქოს მატჩის ბედიც გადაწყდა, მაგრამ სულ მალე ბრანდტმა საპასუხო ულამაზესი გოლით ინტრიგა დააბრუნა, რომელიც კიდევ უფრო გამძაფრდა, როდესაც მეორე ტაიმში „დორტმუნდმა“ ანგარიში გაათანაბრა და წავიდა აიწონა-დაიწონა, რომელშიც  „რეკორდმაისტერის“ კლასმა მაინც თავისი ქნა და ბავარიელებმა კიდევ ერთი ტიტული მიუმატეს თავიანთ უხვ მონაგარს.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო