ლენომ “ენფილდის” ნავსი გატეხა
“არსენალის” მეკარე ბერნდ ლენო ამ გუნდის პირველი მეკარეა, რომელმაც “ლივერპულის” წინააღმდეგ მერსისაიდელთა “ენფილდზე” ბოლო 8 წლის განმავლობაში გოლი არ გაუშვა. გუშინ ინგლისის ლიგის თასის მატჩში, რომელიც 0:0 დასრულდა, ლონდონელებმა პენალტების სერიით მასპინძლები ამ გათამაშებას გამოთიშეს.
ბოლო “არსენალის” მეკარე, რომელმაც “ენფილდზე” კარი მშრალად შეინახა ვიტო მანონე გახლდათ და ეს 2012 წლის სექტემბერში მოხდა.