11 X 11
სპორტული პორტალი

ბარსელონამ სელტა “ბალაიდოსზე” დაჩაგრა [VIDEO]

0 182

სელტა-ბარსელონა 0:3

ვიგო, “ბალაიდოსი”

გოლები: ფატი, 11; არაუხო, 45+1-საკ.კარში. სერხი რობერტო, 90+4.

გაძევება: ლანგლე, 24.

მატჩი თავსხმა წვიმასა და შტორმულ ქარში დაიწყო, რომელიც მატჩის მსვლელობაში თანდათან ძლიერდებოდა. რონალდ კუმანმა წინა შეხვედრის შემადგენლობა არ შეცვალა, ტაქტიკაც იგივე გახლდათ, ოღონდ შესამჩნევი გახლდათ, რომ ლეო მესი აშკარად უკან იყო დახეული და თამაშის დალაგება ევალებოდა.

“ბარსამ” ძალიან სწრაფ ტემპში დაიწყო, ერთმანეთს უნაცვლებდნენ მოკლე და საშუალო პასებს, დრიბლინგსაც ხშირად იყენებდნენ, განსაკუთრებით ფატი და კოუტინიო. ამგვარ თამაშში მასპინძლები აშკარად დაიჩაგრნენ და საკმაოდ სწრაფი გოლიც მიიღეს საკუთარ კარში, რომელიც კოუტინიოს პასის შემდეგ ფატიმ უჭკვიანურესი დარტყმით გაიტანა. პირველი ტაიმის შუიდან თამაშის ხასიათი ოდნავ შეიცვალა, “სელტა” უფრო ფრთხილად ამოქმედდა, მხოლოდ ხელსაყრელ სიტუაციებში გადადიოდა შეტევებზე და უკან თავისუფალ სივრცეებს თითქმის არ ტოვებდა. მასპინძელთა ასეთ ერთ “ვერტიკალურ” იერიშს ის მოჰყვა, რომ ლანგლე დაჯარიმდა, ეს მისი მეორე ბარათი გახლდათ და მოედანი დაატოვებინეს. კუმანმა გრიზმანი მოხსნა და ცენტრალური მცველი რონალდ არაუხო შეუშვა.

მეორე ტაიმში მესიმ ფაქტობრივად თავდასხმაში გადაინაცვლა და თავისი დრიბლინგებით დიდი თავსატეხი გაუჩინა გალისელებს. მის ასეთ გარღვევას, კარის გასწვრივ მწვავე განივი პასი მოჰყვა და მასპინძელთა არაუხომ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. ორგოლიანმა სხვაობამ კატალონიელებს მშვიდად თამაშის საშუალება მისცა და დარჩენილი დრო ორმხრივ, თითქოს უგოლო იერიშებში უნდა გალეულიყო, მაგრამ ისევ მესიმ იჯადოქრა და კომპენსირებულ დროში სერხი რობერტოს ლამაზი გოლი გაატანინა და ბლაუგრანამ პრიმერაში მეორე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო