11 X 11
სპორტული პორტალი

ცსკა ბარსელონასთან დამარცხდა – თორნიკე შენგელია თავის გუნდში საუკეთესო იყო

0 22

ევროლიგის პირველ ტურში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე ცსკა 76:66 დაამარცხა.

კატალონიურმა გუნდმა პირველი მეოთხედი 10 ქულით მოიგო, შემდეგ “არმიელებმა” გაიბრძოლეს, ანგარიშში სხვაობა 2 ქულამდეც შეამცირეს, თუმცა ბოლოს მასპინძლები უკეთ გაისარჯნენ და გაიმარჯვეს.

შენგელია თავის გუნდში 15 ქულით, 5 მოხსნით, 3 პასითა და სარგებლიანობის 20-იანი კოეფიციენტით საუკეთესო ოყო. მან 6-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

8 ოქტომბერს, მეორე ტურში ცსკა “მაკაბის” უმასპინძლებს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო