11 X 11
სპორტული პორტალი

კლასის ზეიმი ევროპა ლიგაზე – დანიელებმა სეზონის საუკეთესო ავტოგოლი შექმნეს [VIDEO]

0

გუშინ, 1-ელ ოქტომბერს ევროპა ლიგის “პლეი-ოფის” შეხვედრებში იმდენი დრამატული მატჩი იყო, რომ “კოპენჰაგენისა” და “რიიეკას” თამაშს ცოტა ვინმე თუ მიადევნებდა თვალს, არა და შეხვედრის ბედი საოცარმა გოლმა გადაწყვიტა.

მოედნის ცენტრში ვიქტორ ნიელსონმა მოწინააღმდეგე წააქცია, მსაჯმა თამაში განაგრძო. ფრანკო ანდიაშევიჩმა ბურთი მიიღო და მარტოდმარტო გაიქცა წინ. ხორვატს რაგნარ სიგურდსონი შეხვდა, ნელსონი უკან მორბოდა. შეტევა დასრულდა? არა: სიგურდსონმა ვარდნაში თანაგუნდელი წააქცია, “რიიეკას” ნახევარმცველი კვლავ წინ მიიწევს.

ანდრიაშევიჩმა მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი, თუმცა დარტყმული ხარიხას მოხვდა. ახლა კი მართლაც ყველაფერი დამთავრდა…. არა! მეტოქის ჩამოსასწრებად ქარის სიჩქარით მორბენალი პეტერ ანკერსენი რეაქციას აგვიანებს და საკუთარ კარში გააქვს გოლი. და “კოპენჰაგენი” ევროპა ლიგას ემშვიდობება!

ამ ეპიზოდს “ბენი ჰილის შოუს” მუსიკაღა აკლია…

“რიიეკას” მწვრთნელმა სიმონ როჟმანმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ამ გაამრჯვების აღნიშვნა ძალიან უნდოდათ, თუმცა, სამწუხაროდ 22:00 საათზე ყველა ადგილობრივი მაღაზია იკეტება. მაგრამ, ბალკანელები ამან ვერ შეაჩერა.

“ბენზინის დასამატებლად გავჩერდებით და ლუდსაც ვიყიდით,”- თქვა მწვრთნელმა.

და მართლაც “რიიეკას” ავტობუსი საწვავის ჩასასხმელად გაჩერდა, ფეხბურთელებმა კი ლუდი ჩაისხეს და ქუჩაში ცეკვა-სიმღერა დაიწყეს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო