11 X 11
სპორტული პორტალი

ძალიან დიდი პრემია საქართველოს ნაკრების დასამარცხებლად – რუსები გამარჯვებისთვის ფულს არ დაზოგავენ

1 52

რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები რუსეთს 1-ელ ნოემბერს თბილისში უმასპინძლებს. რუსეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი იგორ არტემევი “ბორჯღალოსნების” ძლევისათვის მოთამაშეებს დიდ პრემიალურებს დაჰპირდა.

“ხუმრობითაც და სერიოზულადაც – საქართველოს დასამარცხებლად ჩვენს მოთამაშეებს ძალიან დიდ პრემიალურებს ვპირდებით. როგორც გახსოვთ, პრინციპული მეტოქის დამარცხებას 25 წელზე მეტია ვერ ვახერხებთ.

წელს კორონავირუსთან დაკავშირებით ისტორია იყო, მაგრამ საინტერესო ჩემპიონატი ჩავატარეთ, საქართველოში კი შეჯიბრებებთან დაკავშირებით ცოტა სხვაგვარი სიტუაცია გახლდათ. ეს შეიძლება დაგვეხმაროს”, – განუცხადა არტემევმა Sport24-ს.

სხვა სიახლეები
1 კომენტარი
  1. ანონიმური ამბობს

    სამში გრძელს მოიგებთ თქვენ

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო