11 X 11
სპორტული პორტალი

“დინამოს” თბილისში გრანდის ჩამოყვანა შეეძლო, გრანადა ქართველს შეხვდება, – ევროპა ლიგის ჯგუფები დაკომპლექტდა

0
დღეს, 2 ოქტომბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა და სხვა სიახლეებთან ერთად, ქართველი ფეხბურთელების გუნდების მეტოქეებიც გაირკვა. A ჯგუფი: რომა, იანგ ბოისი, კლუჟი, ცსკა სოფია; B ჯგუფი: არსენალი, ვენის რაპიდი, მიოლდე, დანდალკი; C ჯგუფი: ლევერკუზენი, პრაღის სლავია, აპოელ ბეერ-შევა, ნიცა; D ჯგუფი: ბენფიკა, ლიეჟის სტანდარტი, რეინჯერსი, პოზნანის ლეხი; E ჯგუფი: პსვ ეინდჰოვენი, პაოკი, გრანადა, ომონია; F ჯგუფი: ნაპოლი, რეალ სოსიედადი, აზ ალკმაარი, რიიეკა; G ჯგუფი: ბრაგა, ლესტერი, აეკი, ზორია; H ჯგუფი: სელტიკი, პრაღის სპარტა, მილანი, ლილი; I ჯგუფი: ვილიარეალი, ყარაბაღი, თელ-ავივის მაკაბი, სივასპორი; J ჯგუფი: ტოტენჰემი, ლუდოგორეცი, ლასკი, ანტვერპი; K ჯგუფი: მოსკოვის ცსკა, ზაგრების დინამო, ფეიენოორდი, ვოლფსბერგერი L ჯგუფი: გენტი, ცრვენა ზვეზდა, ჰოფენჰაიმი, ლიბერეცი; ნიკა ნინუას პაოკი ჯგუფში პსვ-სთან, “გრანადასა” და “ომონიასთან” გაარკვევს ურთიერთობას. ნიკა კაჭარავას “ლეხი” “ბენფიკას”, “სტანდარტისა” და გლაზგოს “რეინჯერსის” წინააღმდეგ ითამაშებს. გურამ გიორბელიძისა და ლუკა ლოჩოშვილის “ვოლფბერგერი” მოსკოვის ცსკა-ს, ზაგრების “დინამოსა” და “ფეიენოორდს” დაუპირისპირდება. გიორგი ჩაკვეტაძის “გენტიც” ძალიან რთულ ჯგუფში მოხვდა და მეტოქეებად “ცრვენა ზვეზდა”, “ჰოფენჰაიმი” და “ლიბერეცი” ეყოლება. ზაურ მახარაძის “ზორია” კი “ბრაგას”, “ლესტერისა” და აეკ-ის წინააღმდეგ ითამაშებს.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო