11 X 11
სპორტული პორტალი

ლევან შენგელია საქართველოს ნაკრების წარმატებაში დარწმუნებულია

0
ნახევარმცველი ლევან შენგელია თურქეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში “ბეშიქთაშთან” (4:1) შესანიშნავად გაისარჯა – კონგოელი მეურვე ნ’საკალა მას ვერ გაუმკლავდა და დუბლი შეასრულა. “დენიზლისპორთან” მომავალი მატჩის წინ ჩვენებურმა “ჰურიეთს” შემდეგი განუცხადა: “მწვრთნელის დავალებები შევასრულეთ. კარგ გუნდს ვძლიეთ. ეს ჩვენთვის საკმარისად არ მიმაჩნია, მეტი შეგვიძლია. ვფიქრობ, მომავალ შეხვედრებს უკეთ ჩავატარებთ. დენიზლიში მატჩისათვის მოსამზადებლად 2 დღით ადრე გავემგზავრებით. თამაშამდე დავისვენებთ. ერთი კვირის განმავლობაში ნაყოფიერად ვივარჯიშეთ. საქართველოს ნაკრების მატჩებს ხალისიანად ჩავატარებთ და დადებით შედეგს მივაღწევთ”.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო