11 X 11
სპორტული პორტალი

ულამაზესი ფინტი და მე-6 მატჩში შესრულებული მეორე ჰეთ-თრიკი – მიქაუტაძე არ ჩერდება [VIDEO]

0
ბელგიის პროქსიმუს ლიგის კლუბ “სერანში” მოთამაშე გიორგი მიქაუტაძემ “ბრიუგეს” მეორე გუნდთან მე-6 ტურის შეხევედრა (6:1) 3 წუთის დაწყებული არ იყო, სეზონში მე-10 გოლი რომ გაიტანა. თუმცა, მოგვიანებით ბოლო შეხება მის თანაგუნდელ ალ ბადაუის დაუფიქსირეს. თუმცა, ამან ქართველ თავდამსხმელს მადა გაუხსნა და მიმდინარე შეხვედრაში 38-ე, 48-ე  და 52-ე წუთებზე ჰეთ-თრიკი შეასრულა. მოკლედ, ქართველი ფორვარდი შანსის მიღების შემდეგ გოლების მანქანად იქცა. აქვს ბრწყინვალე დრიბლინგი, ორივე ფეხით ძლიერად ურტყამს, სწრაფია, მოედნის კარგი ხედვით, კარგად ასრულებს საჯარიმო დარტყმებს… დიდი ხანია ასეთი მონაცემების ცენტრფორვარდი ქართულ ფეხბურთში არ გამოჩენილა და იმედია, გიორგი თავისი ისტორიული სამშობლოს ეროვნული ნაკრების მაისურით ითამაშებს. მან ზედიზედ მეორე მატჩში შეასრულა ჰეთ-თრიკი და 12 გოლით ტურნირის ბომბარდირია.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო