11 X 11
სპორტული პორტალი

პირველი უთანხმოება მესისა და კუმანს შორის – ლეო ტრანსფერის წინააღმდეგია

0

“Don Balon-ი წერს, რომ “ბარსელონას” კაპიტანი ლიონელ მესი წინააღმდეგია გუნდმა ნიდერლანდელი თავდამსხმელი მემფის დეპაი იყიდოს, ვისი “ლიონიდან” გადაყვანა მთავარ მწვრთნელს რონალდ კუმანს ძალიან უნდა.

ლეოს ურჩევნია და მიაჩნია, რომ უსმან დემბელეს გაყიდვა და მის ნაცვლად დეპაის ყიდვა “ბარსას” არაფერს შემატებს.

არა და კუმანმა, ყველაფერი გააკეთა მემფისის გუნდში მოსაყვანად – გაყიდა ფეხბურთელები, გაუშვა სუარესი, თანამემამულეს ადგილი გაუთავისუფლა.

კარგად ვიცით, როგორ ამთავრებდნენ მწვრთნელები, რომლების არგენტინელს ეწინააღმდეგებოდნენ. სავარაუდოდ, მესი თავისას გაიტანს…

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო