11 X 11
სპორტული პორტალი

რად გინდათ სანჩო?

0 81

ინგლისის ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს სტივ მაკლარენს მიაჩნია, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” საკმაოდ კარგადაა დაკომპლექტებული და “დორტმუნდიდან” ნახევარმცველის ჯეიდონ სანჩოს ყიდვა სრულიად ზედმეტია და თავისი მოსაზრება ასე ახსნა: “როდესაც ამოწეული დაცვის ხაზით თამაშობ, შენი ცენტრალური მცველები ხშირად მიდიან შეტევაში და მათ დაზღვევა სჭირდებათ. მაგუაერი და ლინდელოფი ამას მშვენივრად აკეთებენ და  მათ მიერ ზონის დატოვების შემთხვევაში ბრუნო ფერნანდეში ან ახლადშემატებული დონი ვან დე ბეკი უკან დარჩებიან და საკუთარი საჯარიმოს მისადგომებს დაიცავენ. ამიტომ ახლა სანჩოს ყიდვა ნამდვილად ზედმეტი ფუფუნებაა, მაგრამ თუ გინდათ, რომ ყველას აჩვენოთ რომ “მანჩესტერი” ხართ, საამისოდ რამდენიმე ათეული მილიონის დახარჯვა თქვენთვის პრობლემა ნამდვილად არაა. თუმცა, ვთვლი, რომ ბევრად უკეთესი ძლიერი მცველის დამატება იქნებოდა”.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო