11 X 11
სპორტული პორტალი

შერმადინი საუკეთესო იყო, თუმცა მისი ტენერიფე სარაგოსასთან დამარცხდა

0

სამწუხარო ამბავი შეემთხვა გიორგი შერმადინის “იბეროსტარ ტენერიფეს”. ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის რვათა ფინალის პირველსავე მეტოქესთან ტენერიფელები დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო ჩემპიონთა ლიგის ფორმატი შეიცვალა და გაკეთდა 8-თა ფინალი, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქში ტარდება შერმადინის გუნდიც მოხვდა. მეოთხედფინალში კუნძულელების მეტოქე ესპანური “სარაგოსა” გახლდათ, რომელთანაც “ტენერიფემ” 81:87 წააგო.

წაგებულთა რიგებში ქართველი ცენტრი საუკეთესო იყო 24 მარგი ქმედების კოეფიციენტში, შერმადინმა 28 წუთში 22 ქულა მოუტანა გუნდს. ამის გარდა მის ანგარიშზე 8 მოხსნა და 1 პასიცაა. გიორგიმ ბოლო მეოთხედში მალევე მიიღო მე-4 პერსონალური შენიშვნა, ასე რომ, დროებით სკამზე გადაინაცვლა. ქართველი ცენტრი ბოლოსკენ შევიდა და სამი წუთით ადრე ანგარიშიც გაათანაბრა – 76:76. სამწუხაროდ, ბოლო წუთზე შერმადინმა მეხუთე ფოლი მიიღო, მის გარეშე კი იბეროსტარი ვერას გახდა.

GBF.GE

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო