11 X 11
სპორტული პორტალი

ხაბიბმა უტაქტო ჟურნალისტს ბრწყინვალე პასუხი გასცა

0
მსუბუქ წონაში UFC-ის ჩემპიონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი ჟურნალისტის შეკითხვამ აღაშფოთა, რომელიც მამამისს, აბდულმანაპ ნურმაგომედოვს შეეხებოდა. კითხვა-პასუხს უცვლელად გთავაზობთ ჟურნალისტი: პორიესთან ორთაბრძოლისთვის მამა თქვენ გვერდზე იყო. ახლა, როდესაც გეიჯის უნდა შეხვდეთ, აბდულმანაპი არ მოგამზადებთ. რამდენად რთულია ეს თქვენთვის? ხაბიბი: (ოხრავს) არ მესმის, როდესაც ხალხი მეკითხება: “რამდენად რთულია მამის გარეშე ვარჯიში?”. ბუნებრივია, რომ ეს რთულია. თქვენ თავზე წარმოიდგინეთ. მამა გყავთ? ჟურნალისტი: დიახ ხაბიბი: მას რომ რამე დაემართოს, ეს თქვენთვის რთული იქნება თუ სულერთი? ჟურნალისტი: რა თქმა უნდა, რთული. ხაბიბი: მეც ადამიანი ვარ. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან რთულია.      
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო